ძიება

Monday, April 2, 2012

ახალი ინიციატივა

         29.03.12-ში სამოქალაქო კლუბის წევრებმა ინიციატივით მივმართეთ სოფლის საკრებულოს, კერძოდ სართიჭალის რწმუნებულს პაატა ხუროშვილს იმის თაობაზე, რომ ჩვენს სკოლას (№1 საჯ.) დაზიანებული აქვს შესასვლელი გზა, ბოგირი და მოვითხოვეთ, რომ აღდგეს და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მისი აღდგენა, რათა აღარ მოხდეს ავტომობილების გადავარდნა სავალი გზიდან. შეგვპირდნენ, რომ ამის თაობაზე იმსჯელებენ. ჯერჯერობით ველით პასუხს.
          აი ფოტო მასალაც:
  

Tuesday, January 31, 2012

პირველი ნაბიჯები პროექტის განსახორციელებლად...

      კლუბმა დაგეგმა განახორციელოს პროექტი, რომელიც შეეხება სკოლასა და თემს შორის პრობლემის მოგვარებას. კონკრეტულად პროექტის იდეა ითვალისწინებს სკოლის ნაკვეთის შემოღობვას.

   
     სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა გიორგი ტაბატაძემ და გივი გიბიშვილმა აზომეს შემოსაღობი ნაკვეთი და გამოიანგარიშეს რა რაოდენობის რესურსი იქნება საჭირო პროექტის განსახორციელებლად.

ჩატარებული ღონისძიების ანგარიში

    სართიჭალის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობაში. დაგეგმეს განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები.

    მოსწავლეებმა იდეები გააცნეს სკოლის დირექტორს ქ.ნ. ირინა მაისურაძეს.

    ქალბატონმა ირინამ ყურადღებით 
მოისმინა კლუბის წევრთა წინადადებები.


       კლუბის წევრებმა ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა შეიმუშავეს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ლალი როსტიაშვილთან ერთად.